12.1. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პერსონალის კეთილდღეობა, შესაბამისად, მომხმარებლის მხრიდან რაიმე სახის არაეთიკური ქმედება, მათ შორის და არა მხდოლოდ, უცენზურო, შეურაცხმყოფელი ან მუქარის შემცველი მომართვა ან სხვა სახის არაკორექტული ქმედება კომპანიისთვის/მოვაჭრისთვის ან/და კომპანიის თანამშრომლისთვის გამოიწვევს მოვაჭრის/მომხმარებლის დაბლოკვას ან/და პროფილის (ანგარიშის) გაუქმებას და მომსახურების შეწყვეტას. აღნიშნული არ შეიძლება გახდეს კომპანიისთვის რაიმე სახის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
12.2. ინტელექტურლური საკუთრება
12.2.1. პლატფორმებზე/ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებები. კომპანიის განსაკუთრებული უფლებები ვრცელდება ასევე კომპანიის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის და არამხოლოდ მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე, ნაწარმოებებზე, დიზაინზე.
12.2.2. კომპანიის საავტორო (©) და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე პლატფორმასა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).
12.2.3. აკრძალულია წინამდებარე პლატფორმაზე/ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, განცხადების/ პროდუქტის/სერვისის კონტენტი/აღწერა, კომპანიის მიერ შექმნილი ვიზუალური მედია, ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინის, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრების, ძირითად პროგრამული კოდების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება ან/და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კომპანიის თანხმობა არ არის საჭირო, თუ წინამდებარე მონაცემების გამოყენება ხორციელდება არაკომერციული, პირადი მიზნებისთვის და იმ შემთხვევებში, როცა წინასწარ თანხმობას არ ითვალიწინებს საქართველოს კანონმდებლობა, ან შესაბამისი საერთაშორისო რეგულაცია.
12.2.4. ინტელექტუალური საკუთრების ვებ-გვერდზე მითითება არ ნიშნავს მომხმარებლისათვის/მოვაჭრისთვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის მინიჭებას. ვებ- გვერდიდან მომხმარებლის/მოვაჭრის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა, ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად.
12.2.5. წესებსა და პირობებში მითითებული არცერთი დანაწესი არ განიჭებს უფლებას, ან ლიცენზიას წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე.
12.2.6. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის რომელიმე პლატფორმა შენ განიჭებს ჩატის, ინტერაქციისა, თუ დიალოგის/დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას, ვალდებულნი ხარ, წინამდებარე არხებში დააფიქსირო მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელზეც ფლობ ინტელექტუალურ საკუთრებას, ან გაქვს შესაბამისი პირის თანხმობა. ამასთან ერთად, კომპანიას ანიჭებ უფლებას დაამუშავოს (მათ შორის, გამოაქვეყნოს) შენს მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია კანონიერი, საკომუნიკაციო/საინფორმაციო (მათ შორის, საგამოფენოდ, კონკურსში მონაწილეობისათვის) მიზნებისათვის.
12.3. სანქცირების შესახებ დათქმა
12.3.1. შენ ადასტურებ და ეთანხმები, რომ შენ და შენი დამფუძნებლები, მენეჯმენტი ან/და აღმასრულებელი/სამეთვალყურეო ორგანოს წევრები, კლიენტის კაპიტალში ან/და კლიენტის მენეჯმენტის/აღმასრულებელი ორგანოს წევრის კაპიტალში (თუკი ეს უკანასკნელი იურიდიული პირია) პირდაპირ ანდა ირიბად წილის მფლობელი ნებისმიერი პირი ან/და აღნიშნული პირის ან/და კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე(ებ)ი ან/და მათთან აფილირებული პირები, ამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე ან/და მისი მოქმედების განმავლობაში ნებისმიერი დროს:
12.3.2. არ ხარ/იქნები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ან/და ევროკავშირის ან/და გაერთიანებული სამეფოს (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) ან/და ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC), სახელმწიფო დეპარტამენტის, ვაჭრობის სამინისტროს ან/და საქართველოს ან/და რომელიმე სხვა სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში ერთად ან ცალ-ცალკე „უფლებამოსილი პირ(ებ)ი“) მიერ სანქცირებულ პირთა სიაში (შემდგომში „სანქცირებულ პირთა სია“), მათ შორის ტერორიზმის მხარდაჭერისთვის ან/და სხვა ნებისმიერი ქმედებისთვის რასაც დროდადრო განსაზღვრავენ უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
12.3.3. არ ხარ/იქნები იმ სახელმწიფოს რეზიდენტები, რომელზეც უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ვრცელდება სრული სავაჭრო საქნციები/შეღუდვები.
12.3.4. პირდაპირ ან/და ირიბად, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დაგიდია/დადებ ნებისმიერ გარიგებას ნებისმიერ პირთან ან/და გაერთიანებასთან, რომელიც შეყვანილია/შეყვანილ იქნება სანქცირებულ პირთა სიაში ან/და რომელიც არის იმ სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელზეც ვრცელდება სრული სავაჭრო საქნციები/ შეღუდვები.
12.3.5. პირდაპირ ან/და ირიბად, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დააფინანსებ ან/ და არ გადასცემ ნებისმიერი სახის აქტივს/ქონებას ნებისმიერ პირს ან/და გაერთიანებას, რომელიც შეყვანილია/შეყვანილ იქნება სანქცირებულ პირთა სიაში ან/ და რომელიც არის იმ სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელზეც უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ვრცელდება სრული სავაჭრო სანქციები/შეზღუდვები.
12.3.6. პირდაპირ ან/და ირიბად, მათ შორის სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით არ დაგიდია/დადებ ნებისმიერ გარიგებას ისეთ ქონებასთან/აქტივთან/პროდუქციასთან/მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელზეც ვრცელდება სრული ან/და მიზნობრივი ან/და სექტორული სანქციები/შეზღუდვები.
12.3.7. იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე სანქცირების დათქმის თავის შესაბამისად შენს მიერ გაკეთებული განცხადება აღმოჩნდება არასწორი, კომპანიას გარდა ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ქმედებებისა, ასევე უფლება ექნება იმოქმედოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ დაწესებული სანქციის შესაბამისად და განახორციელოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის ანდა ორგანოს მიერ დაწესებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი და ყველა ქმედება, მათ შორის შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება კლიენტთან ანაზღაურების გარეშე.
12.3.8. ამ წესების ფარგლებში, „სანქციები“ აღნიშნავს ეკონომიკურ ან ფინანსურ სანქციებს, კანონებს, რეგულაციებს, სავაჭრო ემბარგოებს და სხვა აღმკვეთ ღონისძიებებს (მათ შორის და არა მხოლოდ, ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს), რომლებსაც პერიოდულად აწესებს, წარმართავს, ახორციელებს ან/და იძულებით ატარებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია:
- გაერო და მის მიერ სანქციების დაწესების, წარმართვის, განხორციელების ან/და იძულებით გატარების მიზნით, სათანადო წესით დანიშნული და უფლებამოსილი ნებისმიერი სააგენტო ან ფიზიკური პირი;
- ევროკავშირი და მის მიერ სანქციების დაწესების, წარმართვის, განხორციელების ან/ და იძულებით გატარების მიზნით, სათანადო წესით დანიშნული და უფლებამოსილი ნებისმიერი სააგენტო ან ფიზიკური პირი; და
- აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველო (OFAC), აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ან/და აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრო.
12.4. აკრძალული ოპერაციების განხორციელების შედეგები და კომპანიის უფლებები
12.4.1. კომპანია უფლებას იტოვებს, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გაზარდოს ან შეამციროს აღნიშნული აკრძალული ოპერაციების კატეგორიები;
12.4.2. იმ შემთხვევაში, თუ შენ განახორციელებ, ან შეეცდები განახორციელო ოპერაცია/ქმედება ამ მუხლში/თავში მითითებული ამკრძალავი დებულებების დარღვევით, კომპანია უფლებას იტოვებს:
- შეწყვიტოს ან შეაჩეროს თქვენ მიერ განხორციელებული ოპერაცია/ტრანზაქცია/ განცხადება ან/და
- აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს განხორციელებული ოპერაციის შესახებ; ან/და
- შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მხარეთა შორის არსებული დამატებითი შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და;
- დაბლოკოს/წაშალოს პლატფორმაზე არსებული შენი ანგარიში (პროფილი) ან/და
- მოითხოვოს დამდგარი ზიანის ანაზღაურება.
12.4.3. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ და კომპანიის ყოველგვარი პასუხისმგებლობის გამორიცხვით, ცალმხრივად, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაარღვევთ ამ წესების და პირობებით განსაზღვრულ წესებს ან/და დაგიწესდებათ სანქცირების დათქმის თავში გათვალისწინებული სანქციები და შესაბამისად, გახდებით „სანქცირებული პირი“.