THERE IS ALWAYS SOMETHING NEW
ყოველთვის არის რაღაც ახალი, რაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, იყიდოთ და გაყიდოთ.
„გაყიდვა მარტივი უნდა იყოს, ყიდვა — სახალისო. NetBox აქრობს ყველა ბარიერს ორ ფრაზას შორის: „მაქვს ნივთი, რომელიც აღარ მჭირდება“ და „განცხადება გამოქვეყნებულია.“ არც გრძელი რეგისტრაცია, არც სავალდებულო აღწერა, არც მკაცრი კატეგორიები — მხოლოდ ფოტო, ფასი და ერთი დაწკაპუნება.“
- უფასოა
- შესვლა ტელეფონის ნომრით
- 0% საკომისიო
იშვიათი ნივთი
ვინტაჟური კამერა ₾10
მყიდველის შემოთავაზებული ფასი
POB განცხადება აქტიურია
მილიონობით ნივთი უქმად ინახება მხოლოდ იმის გამო, რომ განცხადების დადება ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
ფარეხები, კარადები და სხვენები უამრავი საჭირო ნივთითაა სავსე. ტრადიციული პლატფორმები გრძელ ფორმებს, სავალდებულო აღწერებს, რთულ კატეგორიებსა და საკომისიოებს მოითხოვს — NetBox კი ამ ყველაფერს სიმარტივით ანაცვლებს.
გაყიდვა ერთი ფოტოთი
გადაიღეთ ფოტო, მიუთითეთ ფასი ან ჩართეთ POB (სათაური და აღწერა სავალდებულო არ არის). ერთი დაჭერა — და თქვენი ნივთი უკვე გამოქვეყნებულია!
- არც დაუსრულებელი ფორმები, არც კატეგორიების იერარქია
- მყისიერი გამოქვეყნება პირდაპირ საერთო ლენტაში
- გაათავისუფლეთ სივრცე წუთებში და დაზოგეთ დრო
POB: მყიდველის შემოთავაზებული ფასი
არ იცით, რა ღირს? POB-ით ნივთს ფასის გარეშე აქვეყნებთ. დაინტერესებული მყიდველები თავად შემოგთავაზებენ, რამდენის გადახდა სურთ — ფასზე ფიქრი თქვენ აღარ მოგიწევთ.
ფასზე ყოყმანის გარეშე
მომხმარებლების შემოთავაზებები თავად განსაზღვრავს რა ღირს თქვენი ნივთი.
ნივთები, რომელიც არასდროს მთავრდება
არც მკაცრი კატეგორიები და არც ალგორითმული ჩარჩოები — NetBox ერთი უწყვეტი ვიზუალური ნაკადია, სადაც მეორადი კამერა, დიზაინერული ჯინსი, სახელოსნოს ხელსაწყოები და ვინილის ფირფიტები გვერდიგვერდ ხვდება ერთმანეთს.
პირისპირ - შუამავლების გარეშე
არც მიწოდების ბიუროკრატია და არც პლატფორმა, რომელიც თქვენი გაყიდვიდან წილს იღებს. მყიდველები და გამყიდველები პირდაპირ უკავშირდებიან ერთმანეთს ზარით ან შეტყობინებით და თანხმებიან ნივთის გადაცემასა თუ გადახდაზე.
ფოტოდან გაყიდვამდე
შექმნილია სწრაფი და ყოველდღიური გამოყენებისთვის. ფარეხს ალაგებთ თუ იშვიათ ანალოგურ ტექნიკას ეძებთ, NetBox ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი გზაა.
გადაიღეთ ფოტო და მიუთითეთ ფასი
გახსენით კამერა, გადაიღეთ ფოტო, მიუთითეთ ფასი ან ჩართეთ POB. დასახელებისა და მდგომარეობის ველების შევსება მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული — არანაირი სავალდებულო მოთხოვნა.
- POB გადამრთველი ნივთებისთვის, რომელთა ფასიც არ იცით
- მაშინვე ჩნდება გასაყიდ ნივთევში
მარკეტი თქვენს ჯიბეში
ერთი მუდმივად ცვალებადი ლენტა. NetBox-ზე კატეგორიებით არ ეძებთ — უბრალოდ ათვალიერებთ, რათა აღმოაჩინოთ ის, რისი არსებობაც არც კი იცოდით.
- ნივთების აღმოჩენის სიამოვნება
- შესთავაზეთ ფასი POB განცხადებაზე
ყიდვა-გაყიდვა მარტივია:
არანაირი ბიუროკრატია, სავალდებულო ფორმები თუ თანხის დაბლოკვა. მხოლოდ პირდაპირი გარიგება მომხმარებლებს შორის.
მყისიერი დაწყება
შეიყვანეთ ტელეფონის ნომერი, დაადასტურეთ SMS კოდი — და მზადაა! არც ელ-ფოსტის დადასტურება, არც პაროლები და არც პასპორტის მონაცემები.
გაყიდვა ერთი ფოტოთი
გადაიღეთ ფოტო, მიუთითეთ ფასი ან ჩართეთ POB (მყიდველის შემოთავაზებული ფასი) — სათაური და აღწერა არასავალდებულოა. ერთი დაჭერა გამოქვეყნების ღილაკზე და განცხადება ჰაერშია.
პირადი გარიგება
პირდაპირი კავშირი ზარით ან შეტყობინებით: მომხმარებლები თავად თანხმდებიან გადახდასა და ნივთის გადაცემაზე — არანაირი საკომისიო თუ თანხის დაბლოკვა.
რატომ NetBox
შექმნილია იმისთვის, რომ ონლაინ ვაჭრობა აღარ იყოს დამღლელი — არც გამყიდველებისთვის და არც მყიდველებისთვის.
გამყიდველებისთვის
სივრცის გამოთავისუფლების ყველაზე მარტივი გზა — თუ ფოტოს გადაღება შეგიძლიათ, ნივთი უკვე NetBox-ზეა! არ იცით ზუსტი ფასი? უბრალოდ გამოიყენეთ POB.
მყიდველებისთვის
აღმოჩენების დაუსრულებელი ნაკადი — იპოვეთ ფარეხის საგანძური, ვინტაჟური ნივთები და ისეთი აღმოჩენები, რომლებზეც არც კი იფიქრებდით.
საზოგადოებისთვის
უფასო, წრიული ვაჭრობა — ნივთები მეორად სიცოცხლეს იძენს და ნაკლები ხვდება ნაგავსაყრელზე. პირდაპირი კავშირი მომხმარებლებს შორის, კორპორაციული საკომისიოების გარეშე!
ეტევა ფოტოში? ეტევა NetBox-ზეც!
კატეგორიის არჩევა საჭირო არ არის, ამიტომ ყველაფერი, რაც კანონიერი და უსაფრთხოა, შეგიძლიათ მარტივად გამოაქვეყნოთ. აი, რას ყიდიან და ყიდულობენ ყველაზე ხშირად:
