შინაარსზე გადასვლა
ფუნქციები

მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ და არაფერი ზედმეტი.

NetBox-ზე გასაყიდად ფოტო და ფასი საკმარისია, დათვალიერება კი საგანძურის ძიებას ჰგავს. აი, რა გელოდებათ აპლიკაციაში:

განცხადება ერთი ფოტოთი

გადაიღეთ ფოტო, მიუთითეთ ფასი ან ჩართეთ POB და გამოაქვეყნეთ. სათაური, მდგომარეობა და აღწერა დამატებითი შესაძლებლობაა და არა სავალდებულო მოთხოვნა.

  • კატეგორიის არჩევა არ გჭირდებათ
  • დეტალები — სურვილისამებრ
  • მაშინვე ჩნდება ლენტაში

POB: მყიდველის შემოთავაზებული ფასი

არ იცით, რა ფასი დაადოთ? გამოაქვეყნეთ ფასის გარეშე, მყიდველები კი თავად შემოგთავაზებენ თანხას. დაეთანხმეთ, შეცვალეთ ან დაელოდეთ უკეთეს შეთავაზებას.

  • ფასების კვლევა არ გჭირდებათ
  • შემოთავაზებები მომხმარებლებისგან
  • გადაწყვეტილება ყოველთვის თქვენია

უსასრულო ლენტა

რეალური ნივთების უწყვეტი ნაკადი თქვენს ირგვლივ: არანაირი კატეგორიები თუ ლაბირინთები — მხოლოდ აღმოჩენის აზარტი თქვენს ტელეფონში!

  • ადგილობრივი ნივთები
  • ახალი აღმოჩენა ყოველ ჯერზე
  • შეინახეთ რჩეულებში

შესვლა ტელეფონის ნომრით

ავტორიზაცია ტელეფონის ნომრითა და ერთჯერადი SMS კოდით: არც ელ-ფოსტა და არც დასამახსოვრებელი პაროლები.

  • შესვლა მარტივად
  • არ საჭიროებს პაროლებს
  • ტელეფონით ვერიფიკაცია

პირდაპირი ჩატი და ზარები

ესაუბრეთ ერთმანეთს პირადად: დაუსვით კითხვები, სთხოვეთ დამატებითი ფოტოები და შეთანხმდით შეხვედრაზე — კომუნიკაციაში შუამავალი არ გჭირდებათ.

  • მიმოწერა აპში
  • ზარი ერთი შეხებით
  • გაასაჩივრეთ ან დაბლოკეთ არასასურველი მომხმარებელი

0% საკომისიო

გამოქვეყნება, მიმოწერა, შეთავაზებები და გაყიდვა სრულიად უფასოა. NetBox არასდროს იღებს წილს თქვენი გარიგებიდან — შეთანხმებული თანხა ბოლო თეთრამდე თქვენი რჩება.

  • გამოქვეყნება უფასოა
  • საკომისიოს გარეშე
  • მყიდველისთვის დანამატი არ არის
გულწრფელად

რას არ აკეთებს NetBox:

პლატფორმებზე ყოველი ზედმეტი ნაბიჯი კიდევ ერთი დაბრკოლებაა, რომ ნივთი განცხადებამდე ვერ მივიდეს. სწორედ ამიტომ, NetBox გარიგებას სრულად მომხმარებლებს ანდობს.

  • გადახდებს არ ვამუშავებთ

    ერთმანეთს პირდაპირ უხდით — შეთანხმებისამებრ.

  • მიწოდებას არ ვუზრუნველყობთ

    ნივთის მიწოდებაზე თავად თანხმდებით.

  • კატეგორიების გარეშე

    ერთი ლენტა - ეტევა ყველაფერი რაც კანონიერი და უსაფრთხოა.

  • ზედმეტი ფორმები არ არის

    ფოტო და ფასი - სულ ეს არის.

ნახეთ მოქმედებაში

გაეცანით ყიდვა-გაყიდვის პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ ან უბრალოდ გადმოწერეთ აპლიკაცია და სცადეთ თავად.